რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონში სამედიცინო დაწესებულებაზე რუსეთის თავდასხმას ექიმი ემსხვერპლა

THE HEAD OF THE CITY MILITARY ADMINISTRATION’S TELEGRAM

ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, რომან მროჩკოს თქმით, 1 აგვისტოს დილით ქალაქზე რუსებმა იერიში მიიტანეს, რა დროსაც სამედიცინო დაწესებულება დაიბომბა. დაღუპულია ექიმი.

"დღეს, დილის 11:10-ზე მტერმა ჩვენი საზოგადოების მშვიდობიან მოსახლეობაზე მორიგი შეტევა განახორციელა. საჰაერო თავდასხმა მოხდა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე, რამაც მოკლა ახალგაზრდა ექიმი, რომელიც იქ მხოლოდ რამდენიმე დღეა მუშაობდა". - დაწერა მროჩკომ Telegram-ზე.

მისივე ცნობით, დაჭრილია ექთანი, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმები ამ დრომდე იბრძვიან.

კომენტარები