უბედური შემთხვევა ქობულეთში

ქობულეთში მანქანა ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა – 4

ქობულეთში, სოფელ კოხში ავტომობილი ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ოთხი კი დაშავდა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

 

კომენტარები