რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ომის დაწყებიდან რუსეთმა 700 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი "მიიღო" – ლვოვა-ბელოვა

რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარი, მარია ლვოვა-ბელოვა
ALEXANDER NEMENOV/AFP via Getty Images

რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას თქმით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან რუსეთში 700 000 ბავშვი გაიყვანეს.

მისივე ცნობით, ბავშვების უმრავლესობა რუსეთში ნათესავებთან ერთად გადაიყვანს, საერთო ჯამში კი ქვეყანამ 4.8 მილიონი უკრაინელი "მიიღო".

ივლისის დასაწყისში იგივე ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერალური საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმაც, რომლის თქმითაც, უკრაინის კონფლიქტის ზონებიდან რუსეთში 700 000 ბავშვი გაიყვანეს.

რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო. 2022 წლის ივლისში აშშ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით რუსეთს უკვე 260 000 ბავშვი ჰყავდა დეპორტირებული. მოსკოვის მტკიცებით, მათი უკრაინიდან რუსეთში გადაყვანა ობლებისა და მიტოვებული ბავშვების დაცვას ისახავს მიზნად.

2023 წლის 17 მარტს უკრაინელი ბავშვების არაკანონიერი დეპორტაციის გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

კომენტარები