რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კარასინის თქმით, უკრაინის კონფლიქტის ზონებიდან რუსეთში 700 000 ბავშვი გაიყვანეს

kommersant.ru

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატის, ფედერალური საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის ზონებიდან რუსეთში 700 000 ბავშვი გაიყვანეს.

"უკანასკნელ წლებში ჩვენთან თავშესაფარი იპოვა 700 000-მა ბავშვმა, რომლებიც უკრაინის კონფლიქტის ზონებიდან დაბომბვასა და არტილერიის ცეცხლს გაურბოდნენ". - დაწერა კარასინმა Telegram-ზე.

რუსეთმა უკრაინაში ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო. 2022 წლის ივლისში აშშ-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით რუსეთს უკვე 260 000 ბავშვი ჰყავდა დეპორტირებული. მოსკოვის მტკიცებით, მათი უკრაინიდან რუსეთში გადაყვანა ობლებისა და მიტოვებული ბავშვების დაცვას ისახავს მიზნად.

2023 წლის 17 მარტს უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

კომენტარები