თბილისის მერია

დიდუბის ხიდის რეაბილიტაციის II ეტაპი იწყება – რეაბილიტირებულ მხარეს მოძრაობა ორმხრივი იქნება

დიდუბის რაიონში შოთა შალიკაშვილის ხიდის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი იწყება - თბილისის მერიის ინფორმაციით, 31 ივლისიდან ხიდის ერთ მხარეს საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება და რეაბილიტირებულ მხარეს გადაადგილება ორმხრივი გახდება. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, ხიდის შეზღუდულ არეალში სამუშაოების ძირითადი ნაწილი ჩატარებულია, დარჩენილია ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება, რაც პროექტის დასასრულს მთელ ხიდზე ერთიანად განხორციელდება. 

"თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!" - წერია განცხადებაში. 

კომენტარები