რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს

Reuters

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ინფორმაციას Meduza ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, "კიევის რეჟიმმა" ტაგანროგის საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზე "ტერორისტული თავდასხმა" განახორციელა.

"კიევის რეჟიმის მიერ განხოციელებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაზიანდა რამდენიმე შენობა, ასევე დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა." - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ტაგანროგში აფეთქებების შესახებ პირველადი ინფორმაცია ადგილობრივი დროით 16:15 წუთზე გავრცელდა. მალევე, როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა თქვა, რომ ტაგანროგის ცენტრში რაკეტა აფეთქდა. მისი თქმით, აფეთქების ეპიცენტრი ტაგანროგის ხელოვნების მუზეუმის ტერიტორია იყო. შედეგად, დაინგრა მუზეუმის კედელი, სახურავი, ავტოფარეხები და საყოფაცხოვრებო შენობები. ამასთან, Telegram-ის არხებზე გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში დიდი კვამლი ჩანს.

აფეთქების შედაგად დაშავდა 15 ადამიანი. დაღუპულების შესახებ ინოფრმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები