რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

თუ ვინმეს სურს ქვეყნისთვის მუშაობისგან დასვენება, ქვეყანაც დაისვენებს მათგან – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ესპანეთის პრემიერმინისტრ პედრო სანჩესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კიევში. 2023 წლის 1 ივლისი
REUTERS/Viacheslav Ratynskyi

"ნებისმიერი ჩინოსნის, ნებისმიერი დეპუტატის თითოეული განზრახვა, წავიდეს საზღვარგარეთ, უნდა შემოწმდეს ბოლო წამამდე. ვინმეს თუ ძალიან სურს სახელმწიფოსთვის მუშაობისგან დასვენება, სახელმწიფოც დაისვენებს ასეთი ადამიანებისგან". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკიმ სახელები არ დაასახელა, მაგრამ ის საუბრობდა მისი პარტიის წარმომადგენელზე, იური არისტოვზე, რომელიც ივლისში მალდივის კუნძულებზე შენიშნეს. ამასთან, არისტოვი ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის შეტანაშია ეჭვმიტანილი. 

პრეზიდენტმა დასძინა, რომ დილით შტაბში, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი იყო სამხედრო კომისრების შემოწმებაზეც.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა ოდესის ფერისცვალების საკათედრო ტაძარში ჩაწერა, რომელიც გასულ კვირას რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

კომენტარები