რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის მერის თქმით, უკრაინას მოსკოვზე დრონებით იერიშის მიტანის მცდელობა ჰქონდა

kaluga-news.net

მოსკოვის მერის, სერგეი სობინიანის თქმით, უკრაინას რუსეთის დედაქალქ მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით იერიშის მიტანის მცდელობა ჰქონდა.  

გარდა ამისა, სობინიანმა აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დრონის ჩამოგდება შეძლეს.

"ღამით განხორციელდა თავდასხმის მცდელობა მტრის უპილოტო საფრენი აპარატით, რომელიც ჩამოაგდეს თავდაცვის სამინისტროს ძალებმა". - წერს მოსკოვის მერი ტელეგრამ-არხზე. 

ამასთან, სობიანიანს თავდასხმის კონკრეტული ადგილის შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია. 

შეგახსენებთ, რომ აქამდე უპილოტო საფრენი აპარატი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინასთან ჩამოვარდა, ხოლო კიდევ ერთი თვითმფრინავი მოსკოვის სამხრეთ რაიონში ერთ-ერთ შენობას დაეჯახა.

ამასთან, ივლისის თვის დასაწყისში რუსეთმა განაცხადა, რომ ჩამოაგდო ხუთი უკრაინული თვითმფრინავი, რომლებმაც მოსკოვის ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტის ფუნქციონირება შეაფერხეს. 

კომენტარები