რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა ზაპოროჟიეში რუსების ლოჯისტიკურ პუნქტზე იერიში მიიტანეს

Unian

უკრაინელებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინაში, ქალაქ ტოკმაკში ოკუპანტებისთვის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ პუნქტზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას დროებით ოკუპირებულ ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული რეგიონალური ლიდერი, ვლადიმირ როგოვი ავრცელებს

როგოვის თქმით, უკრაინის ძალების მიერ ნასროლი სამი რაკეტა აფეთქდა, მეოთხე კი რკინიგზის სადგურთან დაეცა. დაშავდა ერთი ადამიანი. 

ქალაქ ტოკმაკში, რომელიც ზაპოროჟიეს ოლქის სამხრეთით მდებარეობს, რუსეთის ლოჯისტიკური შტაბია განლაგებული. უკანასკნელი ცნობების მიხედვით, უკრაინა ამ რეგიონში კონტრშეტევას აძლიერებს და სამხრეთ ფრონტზე ძალებს ამატებს. როგოვმა გასულ კვირაში აღიარა, რომ ზაპოროჟიეს ოლქში კიევის ძალებმა რუსეთის თავდაცვის პოზოციების პირველი ხაზის გარღვევა შეძლო.

კომენტარები