ახალი არაფერი არ გაგვიგია, მაგრამ ეს ამბავი, ეს კიდევ ერთხელ დადასტურება შემახსენებელი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისაც უნდა პუტინისტური რეჟიმის დამარცხება და, რაც მთავარია, შემდეგ რეალური ცვლილებები, ქვეყნის გათავისუფლება - სანამ ნაციონალური მოძრაობა, როგორიც ის დღეს არის, არის ლიდერი ოპოზიციის შიგნით, ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი ივანიშვილის პროპაგანდისთვის. ივანიშვილის რეჟიმისთვის ნაციონალური მოძრაობა არის ყველაზე უფრო სასურველი ოპონენტი იმის გამო, რასაც დაემსგავსა ეს პოლიტიკური ძალა - უპრინციპო, უღირებულებო, დიდი პოლიტიკური ზომბი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ბოკერია: ივანიშვილის რეჟიმისთვის დღევანდელი ენმ ყველაზე სასურველი ოპონენტია
tbl.ge/6gax
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე საუბრისას
გუშინ, 26 ივლისს, ენმ-ში ყოფილი თავდაცვის მინისტრის გავლენებზე გია ბარამიძემ ისაუბრა: "როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანი ამდენ რესურსს ახარჯავს, თავის თანხას, თავის დროს ახარჯავს, რომ საქართველოს მოშორდეს პუტინისტური რეჟიმი და არ უნდოდეს, რომ რაღაც თავისი გავლენა ჰქონდეს იმ პარტიაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პარტიაა და რომელშიც მისი მეგობრები არიან?"
ამავე თემაზე
- ოპოზიციურ გაერთიანებაში სააკაშვილი ითამაშებს უმთავრეს როლს - ცისკარიშვილი მელიას
- ენმ: წულუკიანის ღალატის კომისიის დასკვნას რუსეთი გამოიყენებს
- ხაბეიშვილი ზურაბიშვილზე: უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს
- ხაბეიშვილი: ზურაბიშვილი არც აქტუალურია ჩემთვის, არც საინტერესო – აღარ არის პრეზიდენტი
- მელია: პარტიაში, როგორც შპს-ში, მენეჯერების დანიშვნა და მერე გადანიშვნა რუსული ყაიდაა




