NATO-უკრაინა

NATO შავი ზღვის რეგიონში დაზვერვას გააძლიერებს

NATO-ს წვრთნები შავ ზღვაში, 2015.
NurPhoto/NurPhoto

დღეს, 26 ივლისს NATO-უკრაინის საბჭო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების ვითარების გადასახედად შეიკრიბა მას შემდეგ, რაც რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება დატოვა. ეს რიგით მეორე NATO-უკრაინის საბჭოს შეხვედრაა მას შემდეგ, რაც თვის დასაწყისში ვილნიუსში მაღალჩინოსნები ერთმანეთს სამიტზე შეხვდნენ.

NATO-ს პროტოკოლის მიხედვით, მოკავშირეები შავ ზღვაში დაზვერვას გააძლიერებენ, მათ შორის საზღვაო სადაზვერვო თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნით გაიმართა და დიდწილად რუსეთ-უკრაინის მარცვლეულის შეთანხმებასა და მასთან დაკავშირებულ რისკებს დაეთმო.

"შავი ზღვის რეგიონში საშიშ და ესკალაციურ ქმედებებზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს ეკისრება. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს შიმშილის იარაღის გამოყენება. [კრემლის] ქმედებები ასევე უქმნის მნიშვნელოვან საფრთხეს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობას, რომელსაც NATO-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. მოკავშირეები აძლიერებენ უკრაინის მხარდაჭერასა და რისკებთან მიმართებით სიფხიზლეს. ჩვენ მზად ვართ, დავიცვათ ალიანსის ყველა წევრის ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი ნებისმიერი ტიპის აგრესისგან". - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები