საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

უკრაინაში ომის დაწყებიდან საქართველოს მოქალაქეობა 5 635-მა რუსეთის მოქალაქემ მიიღო

2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა ჯამში 5 635 მოქალაქეს მიანიჭა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ენმ-ის დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილის მიერ კითხვით მიმართვის საპასუხოდ ავრცელებს. 

ადმინისტრაციის ცნოობით, მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით 2 564 რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს მიენიჭა, რომელთაგან 2 530 პირი წარმოშობით არის საქართველოდან, 23 პირი საქართველოს მოქალაქის ოჯახის წევრია, ხოლო 11 პირი წარმატებულია სპორტის, მეცნიერების ან/და ხელოვნების სფეროში და სურს მოღვაწეობა საქართველოს სახელით განაგრძოს.

ამასთან, ამავე პერიოდში საქართველოს მოქალაქეობა ჩვეულებრივი წესით 5 პირს, გამარტივებული წესით - 15 პირს, ხოლო სპეციალური წესით 8 პირს მიენიჭა. ამას გარდა, საქართველოს მოქალაქეობა აღუდგა 3 071 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს. 

"საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის დროებითი უფლების გამოყენების საფუძველზე - 3 034 საქართველოს ყოფილ მოქალაქეს. აღნიშნული პირების მოქალაქეობრივი კუთვნილების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად, „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის N2 დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი პუნქტის გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს".- აღნიშნულია განცხადებაში, 

კომენტარები