ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ხაბეიშვილი მელიაზე: რაც მეტს გააგრძელებს, გაუღრმავდება დეპრესია

ერთი ადამიანის რაღაცნაირად ჯუჯღუნზე, წუწუნზე, მის პირად პრობლემებზე მოთქმა არ არის ჩემთვის საინტერესო და არ მგონია, რომ ხალხისთვისაც. ამ საეთერო დროის გამოყენება ბევრად ეფექტურად შეიძლება, მათ შორის, ჩვენი ხალხის პრობლემებზე რომ ისაუბრონ ადამიანებმა, მათ შორის, პოლიტიკოსებად ვინც თვლის თავს და მხარდაჭერა სჭირდება ხალხის და არა საკუთარი პრობლემები მოყვნენ რამდენიმე საათის განმავლობაში. ურთულესი საყურებელია კონკრეტული ადამიანის წუწუნის, მოთქმის და ჯუჯღუნის ყურება. 

წარმოუდგენელია, ერთი და იგივე წუწუნით გინდოდეს ხალხის მხარდაჭერის მოპოვება. ასე არ გამოვა, ამიტომ, კონკრეტულმა ადამიანებმა მიიღონ ეს გზავნილი. ავტომობილს ზეთის გამოცვლა სჭირდება, რომ ძრავი არ გაჩერდეს. თუ ასე გააგრძელებს მუდმივად ერთი პრობლემის მოყოლას, ეს უფრო გააღრმავებს მის დეპრესიას.  

რომ არ ჩამიზუსტოდ, ვინ ისაუბრა ეს ტექსტი, აუცილებლად გეტყოდით, რომ ეს განცხადება გააკეთა კობახიძემ, ზარქუამ - ან POSTV-ზე გავიდა, ან იმედზე. რომ მეუბნებით, რომ ეს გააკეთ ენმ-ს ყოფილმა თავმჯდომარემ, ეს მხოლოდ წუხილს აღძრავს ჩემში. გულწრფელად ვწუხვარ, რომ კობახიძის, ზარქუას, POSTV-ს ნარატივებით, სფიჩებით და მესიჯბოქსით საუბრობს. გუწრფელად ვწუხვარ, რაც მეტს გააგრძელებს, გაუღრმავდება დეპრესია. 

ასე ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ტელეკომპანია პირველთან ნიკა მელიას ინტერვიუს. გუშინ, 25 ივლისს ნიკა მელიამ თქვა, რომ თუ ვინმე გავიდა ენმ-დან, ეს პარტიის ახალი მენეჯმენტია, რადგან, ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, კვალიც კი აღარ არსებობს იმ იდეის, რომლის გარშემოც ათასობით ამომრჩეველი იყო გაერთიანებული. 

კომენტარები