რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბოლო 24 საათში რუსებმა ხერსონის ოლქი 55-ჯერ დაბომბეს, დაიღუპა 2 ადამიანი – პროკუდინი

Украинская правда

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ალექსანდრ პროკუდინის თქმით, რუსებმა რეგიონზე 55-ჯერ მიიტანეს იერიში. 

"ბოლო 24 საათის განმავლობაში მტერმა განახორციელა 55 შეტევა, გაისროლა 300 ჭურვი ნაღმმტყორცნებიდან, არტილერიიდან, გრადებიდან, ტანკებიდან, ავიაციიდან, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებიდან და უპილოტო საფრენი აპარატებიდან". - წერს პროკუდინი ტელეგრამ-არხზე. 

მისივე თქმით, რუსმა სამხედროებმა იერიში რეგიონის დასახლებული უბნების საცხოვრებელ კვარტლებზე მიიტანეს, დაიბომბა კახოვის რაიონის სასოფლო-სამეურნეო საწარმოს ტერიტორიაც.

როგორც პროკუდინი წერს, დაიღუპა 2 ადამიანი, ხოლო 3 – დაშავდა. 

კომენტარები