დიდი ბრიტანეთი

200 000 შოკოლადის კვერცხის მოპარვისთვის კაცს, ე.წ. სააღდგომო კურდელს, პატიმრობა შეეფარდა

Christopher Furlong/Getty Images

დიდ ბრიტანეთში კაცს, რომელსაც პოლიციამ "სააღდგომო კურდღელი" უწოდა, 200 000 შოკოლადის კვერცხის მოპარვისთვის 18-თვიანი პატიმრობა შეეფარდა.

11 თებერვალს, 32 წლის ჯობი პულმა 31 000 ფუნტის (40 000 აშშ დოლარის) ღირებულების Cadbury Creme-ის შოკოლადის კვერცხები მოიპარა: შეიჭრა სამრეწველო კომპანიაში და მოპარული სატვირთო მანქანით გაიქცა. 

რძიანი შოკოლადის კვერცხები, სავსე ყვითელი და თეთრი ფონდანტის "ღივით", პოპულარულია დიდ ბრიტანეთში და მხოლოდ აღდგომის პერიოდში იყიდება.

კომპანიამ, რომელიც ამერიკული კვების კომპანია Mondelez International-ს ეკუთვნის , CNN-თან აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ბრიტანეთში 220 მილიონ კრემ კვერცხს ყიდის. 

დაკავების შემდეგ დასავლეთ მერსიის პოლიციამ Twitter-ზე დაწერა, რომ მათ "Creme Egg-ის თაყვანისმცემლებისთვის აღდგომა გადაარჩინეს".

კომენტარები