რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დავითულიანი რუსეთზე: არ ვისურვებ რომ დაინგრეს, ვისურვებ თამაშობდეს ცივილიზებული წესებით

მე მათ [უკრაინას] მთელი გულწრფელობით ვუსურვებ ამ ომში გამარჯვებას. თუკი რაიმე შანსია, მე ვისურვებ რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს და მან ამ ომში მოიპოვოს გამარჯვება, იმ უმარტივესი მიზეზის გამო, რომ ეს ომი ერთი მხრივ უსამართლოა რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ, აგრესიული და უმიზეზო და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, რუსეთის ამ მადისა და აგრესიის შეზღუდვა ჩვენს რეგიონში, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაზეც დადებითად აისახება. მე დარწმუნებული ვარ, რომ გრძელ სურათში რუსეთი ნამდვილად არის წაგებული ამ ომში, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ საერთოდ მოწყდება დასავლურ ორბიტას, თუ ასე გააგრძელა და დარჩება ძალიან ვიწრო წრეში, სადაც მასზე ძლიერია ყველა, ვისზე დამოკიდებულიც გახდება.

მე არ ვისურვებ რომ ის [რუსეთი] დაინგრეს, მე ვისურვებ, რომ რეგიონში ის იყოს ცივილიზებული თამაშის წესების გამტარებელი და რეგიონში თამაშობდეს ცივილიზებული წესებით. რუსეთის, როგორც ფაქტორის გაქრობამ შეიძლება კიდევ სხვა დისბალანსები გამოიწვიოს რეგიონში. მაგრამ რუსეთის, როგორც ცივილიზებული სახელმწიფოს არსებობა ჩვენთვის იქნებოდა იდეალური გამოსავალი, თუ ეს შესაძლებელი იქნა და თუ არ იქნა შესაძლებელი მით უარესი პირველ რიგში მათთვის.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა რუსთავი 2-ის ეთერში.

კომენტარები