გაუგებარი მოქმედება ჩაატარეს პოლონელმა ექიმებმა. მანამდე ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, თქვეს რომ კონფიდენციალური იყო და სამარცხვინო ფაქტი მოხდა, მალულად, ჩუმად გამოიტანეს ნიმუშები, რომლებიც აიღეს პატიმარი სააკაშვილისგან. ეს რა თქმა უნდა, ბევრ კითხვებს აჩენს. თავად მოახდინეს ამ პროცესის დისკრედიტაცია და რა თქმა უნდა ყოველგვარი სანდოობა დაიკარგა. სწორედ ამიტომ, ჩვენ გადავხედავთ ჩვენ მიდგომას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვთქვით, მხოლოდ ოჯახის ჩართულობით უნდა მომხდარიყო ექიმების ჩამოყვანა, პოლონელების ჩართულობაც დაფიქსირდა, თუმცა, ჩვენ თვალი დავხუჭეთ. მე ვთქვი, რომ პოლონეთში არის პოლიტიკური კამპანია და როგორც ჩანს სააკაშვილის მეგობრები აქტიურად არიან ჩართული ამ კამპანიაში და ამ საკითხს შიდა პოლიტიკური დღისწესრიგისთვის იყენებენ. ეს არის რეალობა. ჩვენ ჟესტი გამოვხატეთ, მაგრამ ვინაიდან მათგან იყო ასეთი არაორდინალური ქცევა დაფიქსირებული, ამიტომ, ჩვენ არანაირი სურვილი აღარ გვაქვს, რომ გავაგრძელოთ თანამშრომლობა. ჩვენი შეთავაზება ძალაში რჩება ოჯახის მიმართ, თუ მაინც და მაინც უნდათ მკურნალობა, ადგილზე ჩამოიყვანონ, უმკურნალონ და რაც უნდათ ის გაუკეთონ.
მიხეილ სააკაშვილი
ღარიბაშვილი: თუ სააკაშვილის მკურნალობა სურთ, ჩამოიყვანოს ოჯახმა ექიმი და აქ უმკურნალოს
tbl.ge/6g2i
დაკოპირდა

ამბობს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე. 14 ივლისს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ პოლონელ ექიმს სააკაშვილისგან აღებული ნიმუში მალულად, ფეხსაცმლით გაჰქონდა.
ამავე თემაზე
- თუ ჩემი პოლიტიკა არ მოსწონდა, როგორ აღმოჩნდა ამ გაუგებრობაში, ენმ-ში - სააკაშვილი მელიაზე
- აბსოლუტური ნაძირალა, მოღალატე - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ნოღაიდელს დაუპირისპირდა
- სააკაშვილმა თავი შეუძლოდ იგრძნო და ადგილზე გაეწია სამედიცინო დახმარება - პენიტენციური
- სააკაშვილი: მე რომ გარეთ ვიყო, ამათ დავასრულებდი ერთ კვირაში
- ერთი საკნის დაშორებით ვართ, შეგვეძლო აქაც გაგვერკვია გაუგებრობა - სააკაშვილი მელიას




