საქართველო-აშშ

ჩეხეთი აშშ-ს გადასცემს ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქეს

ჩეხეთი აშშ-ს წარმოშობით აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეს, პოლად ომაროვს გადასცემს. კრიმინალური ავტორიტერის ექსტრადაცია აშშ-ში რამდენიმე დღეში მოხდება.

პოლად ომაროვს ბრალი ედება აშშ-ში ირანული წარმოშობის ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში. ომაროვს წითელი ცირკულარით ეძებდნენ, 2023 წლის იანვარში კი ის ჩეხეთში დააკავეს.

ომაროვი აშშ-ში ორ თანამზრახველთან, რაფატ ამიროვთან და ხალიდ მეჰდიევთან ერთად ირანის მიერ მხარდაჭერილი შეკვეთილი მკვლელობის მცდელობისთვის ეძებდა. ომაროვს ნიუ იორკში მცხოვრები ჟურნალისტის და უფლბადამცველის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის ნაცვლად $30 000 აშშ დოლარი უნდა მიეღო.

"ყველა გარემოების გათვალისწინებით, სწორ გადაწყვეტილებად მიმაჩნია ომაროვის ექსტრადაცია აშშ-ში და არა საქართველოში ან ყაზახეთში". - წერს ჩეხეთის იუსტიციის მინისტრი Twitter-ზე.

ომაროვის დაკავებას გამოეხმაურა თავას მასიჰ ალინეჯადიც, რომელმაც მადლობა გადაუხადა ჩეხეთის მთავრობასა და ამერიკელ სამართალდამცველებს.

"მადლობას ვუხდი ჩეხეთის მთავრობას პოლად ომაროვის ექსტრადაციისთვის, რომელიც ისლამური რესპუბლიკის მიერ ჩემი მკვლელობის გეგმაში ფიგურირებდა. ამავდროულად, მადლობას ვუხდი აშშ-ის სამართალდამცველ ორგანოებს – მალე ეს სამი ადამიანი, რომლებიც ამ ბოროტი შეთქმულების მიღმა იდგნენ, ციხის გისოსებს მიღმა იქნებიან. დანაშაულის დეტალები სასამათლოზე გახდება ცნობილი, მაგრამ დროა გადაწყვეტილების მიმღებებმა თეირანში გადაიხადონ ფასი მათ მიერ ორგანიზებული ტერორისტული აქტებისთვის. აშშ-მ და ევროპის ქვეყნებმა საქნციები უნდა დააკისრონ ხომეინის რეჟიმს". - წერს ალინეჯადი.

ჩეხური მედიის ინფორმაციით, პოლანდ ომაროვის ექსტრადაცია აშშ-ში რამდენიმე დღეში მოხდება. ომაროვის თანამზრახველობის ბრალდებით, აშშ-ში უკვე დაკავებულები არიან რაფატ ამიროვი და ხალიდ მეჰდიევი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 40-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

კომენტარები