რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინაში 9 300-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

გაეროს ინფორმაციით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე დაახლოებით 9 300 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ პოლიტიკურ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. 

"გაეროს ადამიანის უფლებების უფროსი კომისრის ოფისის მიხედვით, დაიღუპა 9 287 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 16 384, მათგან უმეტესობა რუსი ჯარისკაცების მიერ სროლის შედეგად". – თქვა დიკარლომ. 

აღნიშნული სტატისტიკა მოიცავს 537 დაღუპულ და 1117 დაშავებულ ბავშვს.

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ასევე ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ დადასტურებულ ინფორმაციას და დაღუპულთა და დაშავებულთა რეალური რიცხვები ბევრად სავარაუდოდ ბევრად უფრო მაღალია. 

კომენტარები