თურქეთი

თურქეთში პოლიციამ ქართველი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი, "ჩრდილი" დააკავა

თურქეთში პოლიციამ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გურამ ჩიხლაძე, მეტსახელად "ჩრდილი" დააკავა. რუსეთის ხელისუფლების მიერ ინტერპოლით ძებნილი ჩიხლაძე მანამდე თურქეთში ორჯერ დააკავეს და დაადეპორტეს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს

ჩიხლაძის საცხოვრებელი კუჩუქჩეკმეჯში სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტმა დაადგინა. იგი სპეცოპერაციის დროს თავის მისამართზე დააკავეს და მოგვიანებით სასამართლოში გადაიყვანეს.

სტამბოლის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩიხლაძე რუსეთსა და აზერბაიჯანში ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. მას მოსკოვში არაერთი დანაშაულის, მათ შორის მკვლელობების გამო, წლების მანძილზე ინტერპოლით ეძებდნენ.

კომენტარები