რომი

გერმანელი თინეიჯერი კოლოსეუმში ვანდალიზმის ფაქტზე დაიჭირეს

Baris Seckin/AA/picture alliance

იტალიის პოლიციამ 17 წლის გერმანელი ტურისტი კოლოსეუმში ვანდალიზმის ბრალდებით დაიჭირა

გერმანელი თინეიჯერი იტალიელმა პოლიციელმა კოლოსეუმის კედლის დაკაწვრისას დაიჭირა. DW-ს ცნობით, თინეიჯერს თან მასწავლებელი ახლდა. 

უკანასკნელი თვის მანძილზე ეს კოლოსეუმში ვანდალიზმის მესამე შემთხვევაა. აღნიშნულ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიციამ შეძლო იდენტიფიცირება იმ შვეიცარიელი ტურისტის, რომელმაც კოლოსეუმის კედლებზე საკუთარი ინიციალები ამოკაწრა. მას რამდენიმედღიანი პატიმრობა და 15 000 ევროს ოდენობის ჯარიმა ემუქრება.

ასევე, 2023 წლის ივნისში აჟიოტაჟი გამოიწვია სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ვიდეომ, რომელშიც ბრიტანელი ტურისტი პარტნიორისა და თავის ინიციალებს კოლოსეუმის კედლებზე კაწრავდა. ბრიტანელმა ტურისტმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ არ იცოდა, თუ რამდენად ძველი ძეგლი იყო კოლიზეუმი. 

კომენტარები