უნგრეთი

უნგრეთში სახელმწიფოს ანტი-LGBT ქმედებების წინააღმდეგ Pride-ზე ათასობით ადამიანი გამოვიდა

აქტივისტი  უნგრეთის Pride-ზე, ბუდაპეშთი, 2023 წლის 15 ივლისი.
Reuters

15 ივლისს უნგრეთის დედაქალაქში, ბუდაპეშტში Pride-ზე ათასობით ადამიანი გამოვიდა. მოქალაქეები სახელმწიფოს ანტი-LGBT ქმედებებს აპროტესტებდნენ.

პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობა ქრისტიანულ-კონსერვატიული განწყობისაა. მიუხედავად უფლებადამცველი ჯგუფებისა და ევროკავშირის ძლიერი კრიტიკისა, მათ 2021 წელს აკრძალეს "ჰომოსექსუალიზმის ჩვენება და პოპულარიზაცია" წიგნებსა და ფილმებში, რომლებიც ხელმისაწვდომია 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის.

"ვფიქრობ, ბუდაპეშტის Pride-ი ნამდვილად განმათავისუფლებელია, ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ ამით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ კვლავ დისკრიმინირებული ვართ ყოველდღიურ ნაცრისფერ ცხოვრებაში." - თქვა აქციის მონაწილემ.

არც ორგანიზატორებს და არც მთავრობას არ დაუსახელებია აქციის მონაწილეთა რაოდენობა, თუმცა თავად მონაწილეების თქმით, ბუდაპეშტის ქუჩებში დაახლოებით 10 000 აქტივისტი გამოვიდა.

უნგრული მედიის ინფორმაციით, Pride-ის აღლუმის სატელევიზიო რეკლამების გაშვება მხოლოდ გვიან ღამით იყო ნებადართული და ტელევიზიათა უმეტესობა ამისგანაც თავს იკავებდა. 

14 ივლისს აშშ-ის, გერმანიისა და 36 სხვა ქვეყნის საელჩოებმა მოუწოდეს უნგრეთს, რომ დაეცვა LGBT თემის უფლებები და გაეუქმებინა დისკრიმინაციული კანონები.

კომენტარები