საქართველო-NATO

პრემიერი NATO-ს სამიტზე: უკრაინა ვახშამზე მიიწვიეს, ჩემთანაც იყო შემოთავაზება

ვფიქრობ, რომ [NATO-ს სამიტზე] ჩვენი ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდა, საგარეო საქმეთა მინისტრი გავაგზავნეთ. საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ უკრაინა, თქვენ თუ მიაქციეთ ყურადღება, არ იყო მიწვეული მთავარ პანელზე და სამიტზე, ვახშამზე იქნა მიწვეული. ასევე გეტყვით - ჩემთანაც იქნა გარკვეული შემოთავაზება ვახშამზე იყო საუბარი, საბოლოო ჯამში, გადავწყვიტეთ ასე, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე წარმოჩინდა ქვეყანა. ამით არაფერი არ დაუკარგავს ჩვენს ქვეყანას. ეს ზედმეტი ალიაქოთი, ზედმეტი ხმაური არის აბსოლუტურად უსარგებლო, არაფრის მომცემი არ არის. 

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.  

გერმანული გამოცემა Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ვილნიუსში NATO-ს სამიტზე არ მიიწვიეს, რადგან უკრაინაში ომის "ერთ-ერთ მთავარ მიზეზად" NATO-ს დასახელების შემდეგ ალიანსმა პრემიერს განუმარტა, რომ "სასურველი სტუმარი არ იყო".

კომენტარები