მიხეილ სააკაშვილი

ვოლსკი სააკაშვილზე: მომაკვდავი ადამიანის როლი მიატოვა და პოლიტიკურ ველზე გამოიჭრა

ის როლი მიატოვა, რომელიც მას მიწერილი ჰქონდა. ეს იყო ავადმყოფი, მომაკვდავი, მოწამლული ადამიანის როლი და იგი პოლიტიკურ ველზე გამოიჭრა [...] ის პროპაგანდისტული ხაზი, რაშიც არაერთი მილიონი დაიხარჯა, საკმაოდ სერიოზული საფრთხის ქვეშ დადგა, რომ საქართველო დახატული იყოს როგორც ურჩხული, ვინც მესამე პრეზიდენტს აწამებს. და ეს პიარული სვლა და სურათი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ უნდა იყოს.

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ საქართველოს ექსპრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. ევროპარლამენტის 44 წევრისგან შემდგარი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში გადაიყვანონ, სადაც მას შეეძლება, მიიღოს საჭირო და შესაბამისი სამედიცინო დახმარება

კომენტარები