საქართველო-სომხეთის ურთიერთობები

საქართველოსა და სომხეთს შორის მიმოსვლა ID ბარათით გახდა შესაძლებელი

"საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება ძალაში შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების განმარტებით, შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისათვის ურთიერთმიმოსვლის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობების შემოღებას.

"შეთანხმების თანახმად, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ იმოგზაურონ საქართველოდან სომხეთში და პირიქით, ბიომეტრიული პირადობის მოწმობით, საერთაშორისო მიმოვლისათვის ნებადართული სასაზღვრო გამტარი პუნქტის გავლით".-აღნიშნულია განცხადებაში. 

12 იანვარს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ერევანში, მთავრობათაშორის ეკონომიკური კომისიის სხდომაზე შეხვდნენ. სხდომაზე ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის თანახმადაც საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები საზღვარს პასპორტის გარეშე, ბიომეტრიული პირადობის მოწმობებით გადაკვეთენ.

კომენტარები