საქართველო-NATO

დეგნანი NATO-ზე: გვჭირდება დავინახოთ მთავრობის პოლიტიკური ნება, რომ გაატაროს რეფორმები

მესიჯი ვილნიუსის სამიტიდან ძალიან ცხადია - საქართველოსა და უკრაინისთვის კარი ფართოდ ღიაა. უცვლელი რჩება, რომ პარტნიორებს სურთ, საქართველო გაწევრიანდეს NATO-ში. ის ნაბიჯები, რომლებიც საჭიროა, რომ საქართველომ გადადგას NATO-ში გასაწევრიანებლად, ნათელია საკმაო ხანია. საჭირო რეფორმების გატარება საქართველოს ხელშია. ეს რეფორმები არსებითად იგივეა, რაც საჭიროა EU-ში გასაწევრიანებლად - სასამართლო რეფორმა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, რომ საქართველოს ჰქონდეს არამარტო სამხედრო შესაძლებლობები, არამედ პოლიტიკური დემოკრატიული სტაბილურობა, რათა დაიკავოს საკუთარი ადგილი NATO-ს მაგიდასთან. ეს ყველაფერი არ შეცვლილა - საქართველოს ყველა პარტნიორი, განსაკუთრებით აშშ, მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობას რეფორმების გატარებაში. ჩვენ უბრალოდ გვჭირდება დავინახოთ პოლიტიკური ნება საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ გაატაროს საჭირო რეფორმები. მკაფიო მესიჯი ვილნიუსიდან არის, რომ კარი ფართოდ ღიაა საქართველოსთვის და პარტნიორებს სურთ, რომ საქართველო გახდეს NATO-ს წევრი.

ვფიქრობ, რომ საგაერო საქმეთა მინისტრმა, დარჩიაშვილმა კარგად წარადგინა საქართველო სამიტზე. ცხადია, ეს არ ყოფილა სამიტზე განხილვის მთავარი საკითხი - რუსეთის ომი უკრაინაში იყო ფოკუსის მთავარი თემა. ჩვენ დავინახეთ პარტნიორების განახლებული ერთიანობა უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოსადმი მხარდაჭერის გარშემო, ყველა სუვერენული ქვეყნის უფლებისადმი, აირჩიონ მათთვის სასურველი ალიანსის წევრობა. ეს ფუნდამენტური უფლებაა, რომლის წართმევასაც რუსეთი ისეთი ქვეყნებისთვის ცდილობს, როგორებიცაა უკრაინა და საქართველო. ეს მიუღებელია. ყველა დამოუკიდებელ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საშუალება, დაიცვან საკუთარი ტერიტორიული მთლიანობა და აირჩიონ უსაფრთხოების ალიანსები.

საქართველომ აირჩია, გახდეს NATO-ს წევრი და NATO მიესალმება მას, როგორც ალიანსის წევრს, როგორც კი საჭირო რეფორმებს გაატარებს.

საქართველოში აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ვილნიუსში NATO-ს სამიტის შედეგებს გამოეხმაურა.

კომენტარები