საქართველო-NATO

ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ბათუმის პორტში თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი შემოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი TCG YILDIRIM F-243 შემოვიდა. ხომალდის ეკიპაჟის წევრებს ბათუმის პორტში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი, რამაზ პაპიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე და ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი დახვდნენ".- წერს შსს. 

უწყების ცნობით, ღონისძიებას თურქეთის ელჩი საქართველოში, ალი ქაან ორბაი, თურქეთის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ილჰან ოქთენდურალი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი, ალექსი ახვლედიანი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

კომენტარები