NATO-საქართელო

პრეზიდენტი NATO-ზე: არჩევანი ჩვენია და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს

"ვილნიუსში ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინისადმი თავისი ერთიანობა და ურყევი მხარდაჭერა აჩვენა.

გულითადად მივესალმები ამ გადაწყვეტილებებს, რომლებიც აძლიერებენ უკრაინის უსაფრთხოებასა და მიზანდასახულობას.

ძლიერი ალიანსი საქართველოსა და უკრაინისთვის ერთადერთი გზაა მშვიდობისა და თავისუფლებისთვის.

არჩევანი ჩვენზეა და არანაირი რუსული ვეტო ნებადართული არ უნდა იყოს."

წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 11-12 ივლისს ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი არ მიიწვიეს. ალიანსმა პრემიერს განუმარტა, რომ "სასურველი სტუმარი არ იყო". 

კომენტარები