რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დიდი შვიდეული უკრაინას უსაფრთხოების ახალ გარანტიებს შესთავაზებს

Susan Walsh/Pool/AFP

დიდი შვიდეული უკრაინას უსაფრთხოების ახალ გარანტიებს შესთავაზებს. ამასთან დაკავშირებით განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

"G7-ის ქვეყნები დაადგენენ, თუ როგორ დაუჭირონ მხარი  უკრაინას ომის დასასრულებლად და მომავალი ნებისმიერი თავდასხმისგან თავის დაცვაში". - წერია განცხადებაში.

პრაქტიკაში, ეს იქნება ორმხრივი შეთანხმება უკრაინის არმიისა და ეკონომიკისთვის გრძელვადიანი სამხედრო და ფინანსური დახმარება. თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა Reuters-თან საუბრისას აღნიშნა, რომ აშშ კიევთან მოლაპარაკებებს უახლოეს მომავალში დაიწყებს.

"ჩვენ ველით, რომ უკრაინის დასახმარებლად არა მხოლოდ დიდი შვიდეულის ქვეყნები, არამედ სხვებიც გაერთიანდებიან და თავად შექმნიან უსაფრთხოების ორმხრივ გეგმებს". - აღნიშნავს ამერიკელი მაღალჩინოსანი. 

ასევე, ზელენსკიმ დღეს, 12 ივნისს აშშ-ს, კანადის, გერმანიის, ბრიტანეთის, იაპონიისა და ნიდერლანდების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. როგორც უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, შეხვედრებზე მან ქვეყნებს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა. 

"მეტი იარაღი ჩვენი მეომრებისთვის! მეტი დაცული სიცოცხლე მთელ უკრაინაში! ჩვენ შემოვიტანთ ახალ მნიშვნელოვან თავდაცვით ინსტრუმენტებს უკრაინაში". - წერს ზელენსკი Twitter-ზე.

დღეს ასევე გაიმართება NATO-უკრაინის ახალი საბჭოს პირველი სხდომა. აღნიშნული ფორმატი სპეციალურად უკრაინასა და სამხედრო ალიანსის 31 ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად შეიქმნა.

კომენტარები