ენმ

მელია ცისკარიშვილს: ჯერ უნდა მოიგო, რომ სააკაშვილის გარეთ ყოფნა იყოს შესაძლებელი

ადამიანს პასუხი რომ გასცე, როგორც მინიმუმ საკუთარ აზრს უნდა გამოხატავდეს და საკუთარი თუნდაც სუსტი არგუმენტები ჰქონდეს; გუშინ მოვისმინეთ დავით კეზერაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები პეტრე ცისკარიშვილის პირით, რომ თურმე მე პარტიას ვლანძღავ. ლანძღვასა და კრიტიკას შორის დიდი სხვაობაა, ფორმაშიც და მოტივაციაშიც; არასდროს გამიკრიტიკებია პარტია, მისი იდეურად მებრძოლი ნაწილი; კეზერაშვილი და ის ხალხი კი, რომელიც ხან გარედან ანგრევდა პარტიას და ხან შიგნიდან, პირადი გამორჩენის მიზნით - არ და ვერ იქნება ჩემთვის პარტია.

ასევე ვერ დავტოვებ ყურადღების მიღმა, კობახიძის და კეზერაშვილის იდენტურ "სურვილს" - თუ მივდივარ წავიდე. მათგან განხვავებით მე მხოლოდ ხალხის აზრის კარნახით ვმოქმედებ, ვიყავი ვარ და ვიქნები იქ, სადაც ცვლილებები იქნება შესაძლებელი და რეალური. ვიყავი და ვარ იქ, სადაც სიმართლეა და ხდება პოლიტიკაში ხალხის ინტერესების ასახვა და არა ფულის; სადაც დაპირება არის რეალური და შესრულებადი და სადაც ადამიანი აგებს პასუხს თავის სიტყვაზე. არა ისე, როგორც ვისმენთ ბატონი კეზერაშვილის ბიზნეს ადიუტანტ ცისკარიშვილისგან - თუ სააკაშვილი იქნება გარეთ, მოვიგებთ, მაშინ როდესაც იცი, რომ ჯერ უნდა მოიგო, რომ სააკაშვილის გარეთ ყოფნა იყოს შესაძლებელი.

წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავჯდომარე, ნიკა მელია. 

კომენტარები