რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინა NATO-ს კიდევ უფრო ძლიერს გახდის

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლიტველ კოლეგასთან გიტანას ნაუსედასთან ერთად ვილნიუსში შეკრებილ ხალხს მიმართა. 

"NATO უკრაინას მისცემს უსაფრთხოებას, უკრაინა კი NATO-ს კიდევ უფრო ძლიერს გახდის". - თქვა ზელენსკიმ. 

ზელენსკის თქმით, მას სჯერა NATO-სი, რომელიც არ ყოყმანობს, დროს არ კარგავს და აგრესორთან უკან არ იხევს. 

აქცია უკრაინის ეროვნული ჰიმნითა და დიდება უკრაინის შეძახილით დასრულდა.

ლიტვა - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მოკავშირეა. 

კომენტარები