ვილნიუსში NATO-ს სამიტი მიმდინაორებს, სადაც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის NATO-სთან დაახლოების სამი ნაბიჯი წარადგინა:
- სამხედრო დახმარების პროგრამა, რომელიც უკრაინას NATO-ს სასწავლო სტანდარტებზე გადასვლაში დაეხმარება
- შეიქმნება NATO-უკრაინის ახალი საბჭო, სადაც ალიანსი და უკრაინა თანაბარი უფლებებით შეიკრიბებიან, ხოლო პირველი შეხვედრა პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთად ხვალ გაიმართება
- სტოლტენბერგის თქმით, უკრაინა შეუერთდება NATO-ს, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები დაკმაყოფილდება და მისი გაწევრიანების გზა ორსაფეხურიანი პროცესიდან ერთსაფეხურიან პროცესზე შეიცვლება.
ამასთან, სტოლტენბერგმა განმარტა, რომ NATO-ში გაწევრიანების პროცესს ვადები არ აქვს. ვილნიუსშია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. NATO-ს სამიტი დღეს, 11 ივლის დაიწყო და ხვალ, 12 ივლისს დასრულდება. ზელენსკიმ ვილნიუსში ჩასვლამდე დაწერა, რომ აბსურდია, არ იყოს განსაზღვრული უკრაინის NATO-ში გაწევრიანების დრო.