რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სტოლტენბერგი: NATO-ში გაწევრიანების პროცესს ვადები არ აქვს

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი

"თუ გადავხედავთ NATO-ში ნებისმიერი წევრის მიღების პროცესს - ეს დამოკიდებული არა თუ ვადებზე, არამედ იმ პირობებზე, რომლებსაც ქვეყნები უნდა აკმაყოფილებდნენ". - ამბობს NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პასუხად."აბსურდულია, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებისთვის დრო არ არის განსაზღვრული". - დაწერა ზელენსკიმ ვილნიუსში სამიტის დაწყებამდე. 

NATO-ს ხელმძღვანელმა დამატებით აღნიშნა, რომ ალიანსი უკრაინისთვის მნიშვნელოვან დახმარების პაკეტს უზრუნველყოფს, რაც მათ გაწევრიანებამდე დაეხმარებათ. მისი თქმით, NATO უკრაინას ძალიან პრაქტიკულ მხარდაჭერას უწევენ.

ვილნიუსშია უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. NATO-ს სამიტი დღეს, 11 ივლის დაიწყო და ხვალ, 12 ივლისს დასრულდება. 

კომენტარები