ლარი დოლართან მიმართებით 0.24 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 1.06 თეთრით გაუფასურდა. 11 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.5870 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8478 ლარი.
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.62 ლარია, ხოლო ევროსი - 2.90 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.59 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.85 ლარად.





