ჩრდილეოთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა ამერიკული სადაზვერვო ხომალდების ჩამოგდებით იმუქრება

კიმ იო ჯონგი
Korean Central News Agency/Korea News Service

NATO-ს ვილნიუსის სამიტის პარალელურად, სადაც სამხრეთ კორეის ლიდერი იმყოფება, ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ამერიკულ სადაზვერვო ხომალდებს ჩამოაგდებენ.

10 ივლისს ჩრდილოეთ კორეის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა ამერიკული სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი ჩრდილოეთ კორეის საჰაერო სივრცეში შეჭრაში დაადანაშაულა.

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის დის, კიმ იო ჯონგის თქმით, ამერიკული სადაზვერვო ხომალდები ჩრდილოეთ კორეის უსაფრთხოებას არღვევენ და 200 საზღვაო მილის ეკონომიკური ზონის თავზე დაფრინავენ. 

კიმ იო ჯონგმა თქვა, რომ მსგავსი ქმედებების გაგრძელების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეის პასუხი შოკისმომგვრელი და კრიტიკული იქნება. 

2023 წლის აპრილში ჯო ბაიდენისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის შეხვედრისას დადასტურდა ამერიკული მხარის მზაობა აშშ-სა და სამხრეთ კორეას შორის პარტნიორობის ხარისხის გაზრდაზე. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საჭიროა ამერიკული სტრატეგიული აქტივები რეგიონში რეგულარულად ჩანდეს.

აშშ-სა და სამხრეთ კორეის ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ბირთვული და სტრატეგიული განვითარების შესახებ დისკუსიაზე, რომლის ფარგლებშიც პირველი შეხვედრა ერთ კვირაში გაიმართება.

კომენტარები