ჩრდილეოთ კორეა

ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა

AP

სამხრეთ კორეის მედია, სამხედროებზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ჩრდილოეთ კორეამ ზღვაში ორი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა.

მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეა რაკეტებს ცდის იაპონიის ზღვაში.

ამასთან, ფხენიანი ვაშინგტონსა და სეულს ბირთვული დარტყმებით ემუქრება.

საპასუხოდ, ჩინეთმა პორტი ჩაუკეტა ჩრდილოეთ კორეის ხომალდებს, ხოლო სამხრეთ კორეამ გამოცხადა სანქციები ფხენიანის წიინააღმდეგ და სადამსჯელო ღონისძიებები ყველა იმ ინდივიდისა და კომპანიის წინააღმდეგ, რომელსაც კავშირი აქვს ფხენიანის შეიარაღების პროგრამასთან.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ჩრდილოეთ კორეისთვის ახალი სანქციების დაწესების შესახებ დოკუმენტს ხელი მოაწერა. მოგვიანებით კი, გაეროს უშიშროების საბჭომაც დაუჭირა მხარი ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს.

კომენტარები