ვლადიმირ პუტინი

პუტინმა რუსეთ-აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

ვლადიმირ პუტინი
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ორმაგი მოქალაქეობის საკითხების დარეგულირების შესახებ რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის რესპუბლიკას შორის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ" კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას იურიდიული ინფორმაციის რუსულ პორტალზე დაყრდნობით გამოცემა, Эхо Кавказа ავრცელებს.

შეთანხმება არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე, “მეორე ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას” ითვალისწინებს. ამასთანავე, რუსეთის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებენ პირები, რომლებსაც 2008 წლის 26 აგვისტოდან დღემდე აფხაზეთის მოქალაქეობა აქვთ. 

ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები სარგებლობენ სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, სამედიცინო დახმარების უფლებით იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზეც ისინი მუდმივად ცხოვრობენ. იმავე პრინციპი მოქმედებს სამხედრო სამსახურში გაწვევაზეც.

შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეთანხმებას ხელი 2022 წლის 27 სექტემბერს მოაწერეს. დოკუმენტი რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ მიმდინარე წლის 29 ივნისს მიიღო, ხოლო ფედერაციის საბჭომ 5 ივლისს დაამტკიცა.

კომენტარები