მასობრივი აქციები საფრანგეთში

საფრანგეთმა ბასტილიის დღესთან დაკავშირებით 15 ივლისამდე ფეიერვერკების გაყიდვა აკრძალა

საფრანგეთმა ბასტილიის დღესთან დაკავშირებით, ქვეყანაში არეულობის განახლების შიშით 15 ივლისამდე ფეიერვერკების გაყიდვა აკრძალა.

„14 ივლისის დღესასწაულების დროს საზოგადოებრივი წესრიგის სერიოზული დარღვევის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, 15 ივლისის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით აკრძალულია პიროტექნიკისა და ფეიერვერკების გაყიდვა, ტრანსპორტირება და გამოყენება“,  წერია ბრძანებულებაში, რომელიც ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.

საფრანგეთის მთავრობას სურს, რომ თავიდან აიცილოს არეულობა მას შემდეგ, რაც პოლიციელის მიერ ალჟირელი და მაროკოელი წარმოშობის 17 წლის ფრანგი მოზარდის სასიკვდილოდ დაჭრას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.

საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ელიზაბეთ ბორნმა აკრძალვას “ფრანგების დაცვის მასშტაბური საშუალება” უწოდა.

ასობით დაკავებული, დამწვარი მანქანები, დაზიანებული შენობები – რა ხდება საფრანგეთში?

გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციელმა ალჟირელი და მაროკოელი წარმოშობის 17 წლის ფრანგ მოზარდს სასიკვდილოდ ესროლა.

ნანტერიდან - პარიზის მუშათა კლასის გარეუბნიდან, სადაც მოზარდი მოკლეს, ჩრდილოეთ ქალაქ ლილამდე და ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქ მარსელამდე, დემონსტრანტებმა დაწვეს მანქანები, დააზიანეს შენობები და ავტობუსის გაჩერებები.

პარიზში პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებია ხალხს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდებს

ნაჰელის ბებიის თქმით, მეამბოხეები 17 წლის მოზარდის სიკვდილს ნგრევის გამომწვევ საბაბად იყენებდნენ, ხოლო ოჯახს სიმშვიდე სურს.

კომენტარები