რუსეთი

რუსეთში სამარას რეგიონში ქარხანაში აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში სამარას რეგიონში პრომსინტესის ქარხანაში აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია სასწრაფო დახმარების სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს.

"ჩაპაევსკში, პრომსინტესის ქარხნის სახელოსნოში სარემონტო სამუშაოების დროს აღჭურვილობის დემონტაჟისას აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, ექვსი - დაიღუპა". - წერს გამოცემა. 

სარემონტო სამუშაოების დროს აზოტის მილსადენი გასკდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. 

კომენტარები