რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მედვედევი: ომი ძალიან მალე დასრულდება, თუ დასავლეთი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას შეწყვეტს

დმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დმიტრი მედვედევის თქმით, ომი შეიძლება, რამდენიმე დღეში დასრულდეს, თუ დასავლეთი ახლავე შეწყვეტს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას. ვიდეოჩანაწერს მედვედევი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.

მედვედევის შეფასებით, ნებისმიერი ომი შეძლება, სწრაფად დასრულდეს – ან სამშვიდობო ხელშეკრულებით, ან ისე, როგორც აშშ-მ გააკეთა 1945 წელს, როდესაც მათ გამოიყენეს ბირთვული იარაღი იაპონიის ქალაქების წინააღმდეგ.

"ზოგადად, ნებისმიერი ომი, თუნდაც მსოფლიო ომი, შეიძლება, ძალიან სწრაფად დასრულდეს. თუ სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერენ ხელს, ან თუ გააკეთებთ იმას, რაც ამერიკელებმა გააკეთეს 1945 წელს, როდესაც გამოიყენეს ბირთვული იარაღი და დაბომბეს იაპონიის ორი ქალაქი. მათ, მართლაც შეაჩერეს სამხედრო კამპანია. ფასი თითქმის 300 000 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეა". - თქვა მედვედევმა.

კომენტარები