რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"NATO-ს სამიტი უკრაინელებს იმედებს არ გაუცრუებს" – ლიტვის პრეზიდენტი

ლიტვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა
European Union 2023 - EP

ლიტვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ აღნიშნა, რომ ვილნიუსში NATO-ს სამიტი უკრაინას იმედებს არ გაუცრუებს. ამის შესახებ European Pravda ლიტვის საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით წერს

ლიტვის პრეზიდენტმა გამოთქვა იმედი, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სამიტზე "აუცილებლად მიიღებს, ალბათ იმაზე ნაკლებს, ვიდრე მოელის თავისი გეგმების მაქსიმუმიდან, მაგრამ ის აუცილებლად მიიღებს ბევრს".

"მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ ვიპოვით იმ ფორმულირებას, რომელიც იმედებს არ გაუცრუებს უკრაინელებს და იტყვის იმაზე მეტს, ვიდრე რის თქმასაც მიჩვეულები ვართ". - აღნიშნა ნაუსედამ.

მისივე თქმით, წარმატება ნიშნავს იმას, რომ სამიტის მონაწილეები წელს იტყვიან იმაზე მეტს, ვიდრე ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე ითქვა. ნაუსედამ ასევე აღნიშნა, რომ ცალკეული სახელმწიფოები ვილნიუსში მხარდაჭერის დამატებითი პაკეტებით ჩავლენ.

"ნამდვილად არ არსებობს არც ერთი, არც ორი, არც ოთხი სახელმწიფო, რომელიც უფრო ფართო განცხადების გაკეთებას ისურვებდა. ახლა დიალოგი ასეთ სახელმწიფოებსა და უფრო ფრთხილ სახელმწიფოებს შორის არსებობს და ვიმედოვნებ, რომ ეს ორმხრივად მისაღები გზით დასრულდება". - დასძინა ნაუსედამ.

კომენტარები