NATO

Telegraph: ჯო ბაიდენს სურს, NATO-ს მომავალი გენერალური მდივანი ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს

REUTERS/Evelyn Hockstein

The Telegraph- საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სურს, იენს სტოლტენბერგის ვადის ამოწურვის შემდეგ, NATO-ს მომავალი გენერალური მდივანი ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი გახდეს. 

როგორც გამოცემა წერს, აშშ-ს პრეზიდენტი გერმანიის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ურსულ ფონ დერ ლაიენის დარწმუნებას ცდილობდა, რადგან "შიშობდა, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში ამ თანამდებობის შესაფერისი კანდიდატი არ გამოჩნდება". 

შეგახსენებთ, რომ 4 ივლისს სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობას 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე დაიკავებს.

The Telegraph-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ბაიდენმა და ლაიენმა ბოლო წლების განმავლობაში "მჭიდრო ურთიერთობა" დაამყარეს, რაც "ხელს უწყობს ასევე მჭიდრო ტრანსატლანტიკურ კავშირებს ჩინეთთან, უკრაინასა და კლიმატთან დაკავშირებით".

ევროკომისიის პრეზიდენტმა აქამდე აღნიშნა, რომ მისთვის პატივი იყო პოტენციურ მემკვიდრეთა სიაში მოხვედრა. თუმცა, მისი სპიკერის თქმით, ის "არ არის მზად ამ საქმისთვის, არც ახლა და არც მომავალში".

კომენტარები