ჩეჩნეთი

ჩეჩნეთში ჟურნალისტ ელენა მილაშინას და ადვოკატ ალექსანდრ ნემოვს სცემეს

გაზეთ ნოვაია გაზეტას ცნობილი ჟურნალისტი, ელენე მილაშინა ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში ადგილობრივი აეროპორტიდან ადვოკატ ალექსანდრე ნემოვთან ერთად მიემგზავრებოდა, როცა თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. შენიღბულმა თავდამსხმელებმა თავდაპირველად მათ მანქანის გაჩერება აიძულა

მილაშინა და ნემოვი, რომლებიც სასამართლო სხდომაზე დასწრებას აპირებდნენ, ახლა გროზნოს საავადმყოფოში იმყოფებიან.

ჩეჩნეთის მთავრობას კომენტარი ჯერ არ გაუვრცელებია.

უფლებადამცველი ჯგუფი Memorial-ის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა მილაშინას თავი გადაპარსეს, რამდენიმე თითი დაუმტვრიეს და თავზე მწვანე საღებავი წაუსვეს. ორგანიზაციის ცნობით, მან გონება რამდენიმეჯერ დაკარგა.

"ცემისას მას უთხრეს: უკვე გაგაფრთხილეთ. წადი აქედან და არაფერი დაწერო". - წერს Memorial-ი.

უფლებადამცველმა ჯგუფმა მოძრაობა წამების წინააღმდეგ განაცხადა, რომ ნემოვი ფეხში დანით დაჭრეს.

მილაშინა და ნემოვი ჩეჩნეთში ჩეჩენი ქალის, ზარემა მუსაევას სასამართლო პროცესის გასაშუქებლად იყვნენ. 

რუსეთის სასამართლომ გასულ წელს ნოვაია გაზეტას, რომელსაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დიმიტრი მურატოვის ხელმძღვანელობს, მედია ლიცენზია ჩამოართვა. მურატოვის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული იყო.

კომენტარები