რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვაში აცხადებენ, რომ მოსკოვის ოლქს 5 უპილოტო აპარატით დაესხნენ თავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოსკოვის ოლქსა და ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე 5 უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა სცადეს.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში ირწმუნებიან, რომ ეს უკრაინელების მიერ შესრულებული თავდასხმაა და შემთხვევას "ტერორისტულ თავდასხმას" უწოდებენ. მათივე მტკიცებით, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემით ჩამოაგდეს 4 დრონი, 1 კი - რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებით.

იერიშების პარალელურად, დროებით დახურული იყო მოსკოვში მდებარე ვნუკოვოს აეროპორტი. რუსულ სამთავრობო მედიასთან აეროპორტის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ გადაწყვეტილება "დამოუკიდებელი ტექნიკური მიზეზების" გამო მოიღეს.

თავდაპირველად, ცნობები თავდასხმების შესახებ, რუსულ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა.

კომენტარები