აშშ-რუსეთი

რუსეთში აშშ-ს ელჩი მოსკოვში დაპატიმრებულ WSJ-ს ჟურნალისტს, ევან გერშკოვიჩს შეხვდა

WSJ-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი სასამართლო სხდომაზე

რუსეთში აშშ-ს ელჩს, ლინ ტრეისის დღეს, 3 ივლისს უფლება მისცეს Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი მოენახულებინა

გერშკოვიჩი მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში ჯაშუშობის ბრალდებითაა დაკავებული.

აღსანიშნავია, რომ გეშკოვიჩის მონახულების ნებართვა ტრეისის ბოლოს აპრილში მისცეს.

31 წლის აშშ-ს მოქალაქე, ევან გერშკოვიჩი ქალაქ ეკატერინბურგში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით იყო ჩასული, რა დროსაც იგი დააპატიმრეს. მოსკოვის სასამართლომ გასულ კვირას მისი 30 აგვისტომდე პატიმრობაში დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

აღსანიშნავია, რომ გერშკოვიჩი პირველი ამერიკელი რეპორტიორია, რომელსაც 1986 წლის სექტემბრის შემდეგ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდება წარუდგინეს. 1986 წელს U.S. News and World Report-ის კორესპონდენტი, ნიკოლას დანილოფი კგბ-მ დააპატიმრა. იგი გაათავისუფლეს დაპატიმრებიდან 20 დღეში, მას შემდეგ, რაც გარიგების ფარგლებში აშშ-მ FBI-ის მიერ ასევე ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საბჭოთა კავშირის გაეროს მისიის თანამშრომელი სსრკ-ს გადასცა.

კომენტარები