რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში ვაგნერის 21 000 მებრძოლი მოკვდა

ვაგნერის წევრები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინაში კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მინიმუმ 21 000 დაქირავებული მებრძოლი მოკლეს. მისივე თქმით, ვაგნერმა უზარმაზარი ზარალი განიცადა, განსაკუთრებით უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ვაგნერის "ყველაზე ძლევამოსილი ჯგუფი" იბრძოდა. 

"ჩვენმა ჯარისკაცებმა მხოლოდ აღმოსავლეთ უკრაინაში მოკლეს 21 000 ვაგნერელი." - თქვა ზელენსკიმ. მისივე თქმით, კიდევ 80 000 მებრძოლი დაიჭრა.

ამის შესახებ ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერმინისტრთან შეხვედრის დროს ისაუბრა. ესპანეთის პრემიერმინისტრი, პედრო სანჩესი უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერის ნიშნად კიევში ჩავიდა.

უკრაინული მხარის ინფორმაცია ვაგნერელების დანაკარგების შესახებ გავრცელდა მას შემდეგ, რაც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთში აჯანყება სცადა.

პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა და მათ საპასუხო ნაბიჯებს დაჰპირდა.

იერიშის ბრალდების გარდა, პრიგოჟინი უკრაინაში რუსი სამხედროების დიდ დანაკარგებში თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის მეთაურს, ვალერი გერასიმოვს ადანაშაულებდა. ვაგნერის დამფუძნებელი იმუქრებოდა, რომ გაანადგურებდნენ ყველას, ვინც გზაზე გადაუდგებოდა.

"პუტინს ატყუებენ, ომი ოლიგარქებს სურდათ, უკან ვიხევთ" – პრიგოჟინმა ახალი ვიდეო გაავრცელა

კომენტარები