რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონის ოლქზე ოკუპანტების თავდასხმისას 13 წლის ბავშვი დაშავდა

ხერსონის ოლქზე ოკუპანტების თავდასხმისას 13 წლის ბავშვი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის პრესსსამსახურის უფროსი, ალექსანდრ ტოლოკონიკოვი ავრცელებს

ტოლოკონიკოვის თქმით, ხერსონში გასულ ღამეს ბევრი აფეთქება მოხდა. კერძოდ, რუსულმა ძალებმა ღამით ბერისლავის რაიონის სოფელ მილოვეს შეუტიეს. 

ტოლოკონიკოვის ინფორმაციით, ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ამჟამად მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მანამდე, 1 ივლისს რუსეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხა ხერსონის საცხოვრებელ უბნებს. თავდასხმისას ერთ-ერთი ჭურვი სახლს მოხვდა, რის შედეგადაც ორი მცირეწლოვანი დაშავდა. 

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები გრძელდება უკრაინის ტერიტორიაზე სამი მიმართულებით - ლიმანის, ბახმუტისა და მარინკას ფრონტებზე, სადაც, გასულ ღამეს 46 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

კომენტარები