მცხეთა

მცხეთაში 5 წლის ბავშვს ეძებენ

Tatia Kakhuashvili / Facebook

მცხეთაში 5 წლის ბავშვს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ის ე.წ. ბაზრის უბნიდან რამდენიმე საათის წინ დაიკარგა.

ძებნის სამუშაოებში ჩართულები არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მათთან ერთად არასრულწლოვანს რამდენიმე საათია ეძებენ მოქალაქეებიც.

კომენტარები