მცხეთა

მცხეთაში მშენებლობასა და პრივატიზაციაზე შესაძლოა, მორატორიუმი გამოცხადდეს

facebook.com/culturegovge

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მცხეთაში მშენებლობაზე, პრივატიზაციასა და გასხვისებაზე მორატორიუმის შემოღებაზე მსჯელობენ, რაც, კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის თქმით, UNESCO-მ მოითხოვა.

"მთავრობის სხდომაზე კულტურის სამინისტროს გამოაქვს დადგენილების პროექტი, რომელიც გულისხმობს მცხეთაში მორატორიუმის შემოღებას - მორატორიუმს ყველანაირ მშენებლობაზე, პრივატიზაციაზე, გასხვისებაზე. ეს მოთხოვნა წამოაყენა UNESCO-მ, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა. საიმისოდ, რომ დამთავრდეს მიწათმოქმედების და ქალაქგანვითარების გენერალური გეგმები, შეთანხმდეს UNESCO-სთან, რომ მომავალ წელს, თუ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ, პრაქტიკულად, გარანტირებული გვაქვს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნება", - თქვა გიორგაძემ.

კომენტარები