ევგენი პრიგოჟინი

Роскомнадзор-მა პრიგოჟინის სახელთან დაკავშირებული მედია საშუალებები დაბლოკა

რუსეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა (Роскомнадзор) ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის სახელთან დაკავშირებული მედია საშუალებები დაბლოკა. მედიაში პრიგოჟინის "ტროლების ქარხნის" დაშლაზე წერენ. 

Интерфакс-ის ცნობით, პრიგოჟინის მედია ჰოლდინგში (Патриот) შემავალი გამოცემები, როგორებიცაა: РИА ФАН, Политика Сегодня, Экономика Сегодня, Невские новости და Народные новости, Роскомнадзор-ის მიერ დაბლოკილ ვებგვერდებს შორის მოხვდნენ. ამ დროისთვის უცნობია, ვისი ბრძანებით დაბლოკეს საიტები.

ტელეგრამ-არხი Ротонда იუწყება, რომ პრიგოჟინმა დახურა Патриот-ის მედია ჰოლდინგი, მათ შორის თავისი  "ტროლების ქარხანაც". 

Meduza-ს ინფორმაციით, ევგენი პრიგოჟინმა მედია ჰოლდინგის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ Патриот-ი საჯარო სივრცეს ტოვებს. ტელეგრამ-არხი Рыбарь-ი წერს, რომ მედიის თანამშრომლები სამსახურიდან დაითხოვეს. 

კომენტარები